**გრენა** — განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) განვითარების მიზნით, 1999 წლის 26 ივლისს დაფუძნდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”. ასოციაცია „გრენა“-ს დამფუძნებლები არიან ხუთი უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ღია საზოგადოების ფონდი. [[კატეგორია:ინტერნეტ-ორგანიზაციები]]