სილქნეტი — სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით ჩამოყალიბდა 2010 წელს გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე, რომელთანაც შპს ვანექსი და შპს აჭარის ელექტროკავშირი გაერთიანდნენ. 2014 წელს კომპანია სილქნეტმა შეიძინა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინტერაქტიული ტელევიზია GMG, რომელიც ექვსი სპორტული და კინოარხით მაუწყებლობდა ქვეყნის მასშტაბით და მოახდინა ტელევიზიის რებრენდინგი, როგორც Silk მედია ჯგუფი.[1] 2016 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც მაქსიმალის სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან. 2017 წლის მიწურულს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს და ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავდა. 2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგება მოახდინა, რომლის შედეგადაც 153 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელი შეიძინა.[3][4] სილქნეტი არის კავკასიის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ფიქსირებული და მობილური ტელეფონია, ფიქსირებული და უსადენო ინტერნეტი, ფიქსირებული და სატელიტური ტელევიზია). ==== ისტორია ==== სილქნეტი ისტორიას 2010 წლიდან ითვლის, როდესაც კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით ჩამოყალიბდა, თუმცა რეალურად სილქნეტი საქართველოში კავშირგაბმულობის პირველი ნაბიჯების და საუკუნე ნახევრის განმავლობაში ეტაპობრივი განვითარების უწყვეტი ისტორიის პირდაპირი გამგრძელებელია. 2010 წელს სს გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე დაარსდა სს სილქნეტი, რომელთანაც შპს ვანექსი და შპს აჭარის ელექტროკავშირი გაერთიანდნენ. 2014 წელს კომპანია სილქნეტმა შეიძინა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინტერაქტიული ტელევიზია GMG, რომელიც ექვსი სპორტული და კინოარხით მაუწყებლობდა ქვეყნის მაშტაბით და მოახდინა ტელევიზიის რებრენდინგი, როგორც Silk მედია ჯგუფი.[7] 2016 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც მაქსიმალის სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან. 2017 წლის მიწურულს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს და ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავდა.[8] 2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგება მოახდინა, რომლის შედეგადაც 153 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელი შეიძინა, რომელიც შვედური Telia Company-სა და თურქული Turkcell-ის მფლობელობაში იმყოფებოდა. გარიგებაში სილქნეტს მხარდაჭერა TBC ბანკმა გაუწია, რომელმაც 133 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით თანხის მობილიზება მოახდინა 9 ბანკისგან შემდგარ სინდიკატთან ერთად.