უსაფრთხო ინტერნეტის დღე საქართველოში – 9 თებერვალი, 2021 ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ კონფერენცი რომელიც ეძღვნებოდა საერთაშორისო “უსაფრთხო ინტერნეტის დღეს” . კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა სამინისტროების, კომუნიკაციების მარეგულირებელის – ComCom-ის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს მიმდინარე საქმიანობაზე და მომავალ გეგმებზე ინტერნეტში ბავშვთა უსაფრთხოების მიმართულებით. 9 თებერვალს საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამით საქართველო უერთდება მსოფლიო ინიციატივას, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას ბავშვებისა და მოზარდების, ახალგაზრდებისა და მშობლების მიერ ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით. [[კატეგორია:კიბერ-უსაფრთხოება]]