====== სასარგებლო ბმულები ====== - [[კატეგორია:ინტერნეტ-ორგანიზაციები|ინტერნეტ-ორგანიზაციები]] - [[კატეგორია:ინტერნეტ-სამართალი|ინტერნეტ-სამართალი]] - [[კატეგორია:ინფრასტრუქტურა|ინფრასტრუქტურა]] - [[კატეგორია:დომენები / IP მისამართები / DNS|დომენები / IP მისამართები / DNS]] - [[კატეგორია:IoT - ნივთების ინტერნეტი|IoT - ნივთების ინტერნეტი]] - [[კატეგორია:განათლება|განათლება]] - [[კატეგორია:კიბერ-უსაფრთხოება|კიბერ-უსაფრთხოება]] ---- ISOC – Georgia (ISOC-საქართველო, Internet Society-ის წარმომადგენლობა საქართვლოში) – არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “The Internet Society”-ის საქართველოში მცხოვრები წევრების მიერ ჩამოყალიბებული “Internet Society Chapter”-ის სტატუსის მქონე ჯგუფი. საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება ინგლისურ ენაზე განისაზღვრება როგორც Internet Society Georgia Chapter საზოგადოების საქმიანობის მიზანია ემსახუროს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებს საქართველოში. ===== ინტერნეტ საზოგადოების მიზნები ===== - თანამშრომლობა ანალოგიური მიზნების მქონე ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამოცდილების გაცვლისა და ყველასათვის ღია, გლობალურად დაკავშირებული, უსაფრთხო და საიმედო ინტერნეტის საქმიანობის გაძლიერების მიზნით. - ხელს უწყობს დისკუსიებს მთავრობას, ინდუსტრიას, აკადემიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო პირებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერნეტ ტექნოლოგიების ინტეგრაციით ქვეყნის ტექნოლოგიურ, კვლევით, - საგანმანათლებლო, სოციალურ და ბიზნეს ინფრასტრუქტურაში. - მხარე დაუჭიროს ინტერნეტის მმართველობის განხორციელებას ერთობლივად მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ და უზრუნველყოს წარმომადგენლობაში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა. - ინტერნეტ საზოგადოება წარმოადგინოს სამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებიც განიხილავენ ინტერნეტის სხვადასხვა ტექნიკურ, სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებს. - წარმოადგენდეს და იცავდეს ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესებს. - ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინტერნეტ კონტენტის შექმნას და ტექნოლოგიურ განვითარებას. - ხელი შეუწყოს ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტში. - აწარმოოს კვლევითი საქმიანობა ინტერნეტის განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციების შესამუშავებლად. - ხელს უწყობს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და ღია სტანდარტების შემუშავებასა და გამოყენებას. - განახორციელოს სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების, გამოფენების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება წარმომადგენლობის მიზნების მისაღწევად.