User Tools

Site Tools


homepage

Differences

This shows you the differences between two versions of the page.

Link to this comparison view

homepage [13.11.2021 13:34]
stalinsky
homepage [06.12.2023 15:07]
Line 1: Line 1:
-ISOC – Georgia (ISOC-საქართველო, Internet Society-ის წარმომადგენლობა საქართვლოში) – არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “The Internet Society”-ის საქართველოში მცხოვრები წევრების მიერ ჩამოყალიბებული “Internet Society Chapter”-ის სტატუსის მქონე ჯგუფი. 
- 
-საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება ინგლისურ ენაზე განისაზღვრება როგორც Internet Society Georgia Chapter 
- 
-საზოგადოების საქმიანობის მიზანია ემსახუროს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებს საქართველოში.  
- 
-===== ინტერნეტ საზოგადოების მიზნები ===== 
- 
-  - თანამშრომლობა ანალოგიური მიზნების მქონე ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამოცდილების გაცვლისა და ყველასათვის ღია, გლობალურად დაკავშირებული, უსაფრთხო და საიმედო ინტერნეტის საქმიანობის გაძლიერების მიზნით. 
-  - ხელს უწყობს დისკუსიებს მთავრობას, ინდუსტრიას, აკადემიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო პირებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერნეტ ტექნოლოგიების ინტეგრაციით ქვეყნის ტექნოლოგიურ, კვლევით, 
-  - საგანმანათლებლო, სოციალურ და ბიზნეს ინფრასტრუქტურაში. 
-  - მხარე დაუჭიროს ინტერნეტის მმართველობის განხორციელებას ერთობლივად მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ და უზრუნველყოს წარმომადგენლობაში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა. 
-  - ინტერნეტ საზოგადოება წარმოადგინოს სამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებიც განიხილავენ ინტერნეტის სხვადასხვა ტექნიკურ, სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებს. 
-  - წარმოადგენდეს და იცავდეს ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესებს. 
-  - ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინტერნეტ კონტენტის შექმნას და ტექნოლოგიურ განვითარებას. 
-  - ხელი შეუწყოს ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტში. 
-  - აწარმოოს კვლევითი საქმიანობა ინტერნეტის განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციების შესამუშავებლად. 
-  - ხელს უწყობს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და ღია სტანდარტების შემუშავებასა და გამოყენებას. 
-  - განახორციელოს სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების, გამოფენების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება წარმომადგენლობის მიზნების მისაღწევად. 
- 
- 
  
homepage.txt · Last modified: 06.12.2023 15:07 (external edit)