User Tools

Site Tools


კატეგორია:მარეგულირებელი_კომისია

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია - კომკომი

კომუნიკაციების კომისია დაარსდა საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 23 ივლისს მიღებული კანონის თანახმად („კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ახლებური ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები დაადგინა.

აღნიშნული კანონი 2005 წელს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ოფიციალურად გამიჯნულია მთავრობის, როგორც დარგში პოლიტიკის დამდგენი ორგანოს და კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები.

დებულების თანახმად, კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირია [სსიპ], ანუ მუდმივმოქმედი სახელმწიფო ორგანო. კომისია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას [პრემიერის აპარატს] და საქართველოს პარლამენტს.

კომუნიკაციების კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომლები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

კომუნიკაციების კომისია არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში მაუწყებლების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს.

კატეგორია/მარეგულირებელი_კომისია.txt · Last modified: 13.11.2021 15:29 (external edit)