User Tools

Site Tools


homepage

სასარგებლო ბმულები


ISOC – Georgia (ISOC-საქართველო, Internet Society-ის წარმომადგენლობა საქართვლოში) – არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “The Internet Society”-ის საქართველოში მცხოვრები წევრების მიერ ჩამოყალიბებული “Internet Society Chapter”-ის სტატუსის მქონე ჯგუფი.

საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება ინგლისურ ენაზე განისაზღვრება როგორც Internet Society Georgia Chapter

საზოგადოების საქმიანობის მიზანია ემსახუროს ინტერნეტ საზოგადოების ინტერესებს საქართველოში.

ინტერნეტ საზოგადოების მიზნები

  1. თანამშრომლობა ანალოგიური მიზნების მქონე ასოციაციებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, გამოცდილების გაცვლისა და ყველასათვის ღია, გლობალურად დაკავშირებული, უსაფრთხო და საიმედო ინტერნეტის საქმიანობის გაძლიერების მიზნით.
  2. ხელს უწყობს დისკუსიებს მთავრობას, ინდუსტრიას, აკადემიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო პირებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინტერნეტ ტექნოლოგიების ინტეგრაციით ქვეყნის ტექნოლოგიურ, კვლევით,
  3. საგანმანათლებლო, სოციალურ და ბიზნეს ინფრასტრუქტურაში.
  4. მხარე დაუჭიროს ინტერნეტის მმართველობის განხორციელებას ერთობლივად მრავალი დაინტერესებული მხარის მიერ და უზრუნველყოს წარმომადგენლობაში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობა.
  5. ინტერნეტ საზოგადოება წარმოადგინოს სამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებიც განიხილავენ ინტერნეტის სხვადასხვა ტექნიკურ, სამართლებრივ და სოციალურ ასპექტებს.
  6. წარმოადგენდეს და იცავდეს ინტერნეტ მომხმარებლების ინტერესებს.
  7. ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინტერნეტ კონტენტის შექმნას და ტექნოლოგიურ განვითარებას.
  8. ხელი შეუწყოს ქართული ენის გამოყენებას ინტერნეტში.
  9. აწარმოოს კვლევითი საქმიანობა ინტერნეტის განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი რეგულაციების შესამუშავებლად.
  10. ხელს უწყობს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და ღია სტანდარტების შემუშავებასა და გამოყენებას.
  11. განახორციელოს სიმპოზიუმების, კონფერენციების, სემინარების, გამოფენების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება წარმომადგენლობის მიზნების მისაღწევად.
homepage.txt · Last modified: 06.12.2023 15:07 (external edit)