User Tools

Site Tools


პროსერვისი

კომპანია “პროსერვისი” [Pro-Service] 1999 წლიდან მოღვაწეობს. დღეისთვის Pro-Service ემსახურება 10 ათასზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს. კომპანიას თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, როგორც კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე პორტალური ვებ გვერდების ავტორებთან.

2019 წლის 28 ოქტომბერს, გამთენიისას საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერ თავდასხმა. თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია პროსერვისის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია პროსერვისის სერვერებზე განთავსებული ვებ გვერდების დიდი ნაწილი.

პროსერვისმა, შინაგან საქმეთა სამინსტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო მუშაობა პრობლემის სრულ აღმოფხვრაზე. 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე უკვე აღდგენილი იყო პროსერვისის ჰოსტინგზე არსებული ყველა საიტი. კომპანია აგრძელებს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ უსაფრთოხების დეპარტამენტთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან.

შ.პ.ს “პროსერვისი”

პეტრე ქავთარაძის, ქ. ჩიხი N 3, თბილისი 0186, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 2430044 სამუშაო საათები: 365 - 24/7

საბანკო რეკვიზიტები: ს/ს „თი-ბი-სი“ ბანკის ცენტრალური ფილიალი

ს/კ 204929168 ბ/კ TBCBGE22 GE28TB0600000303467561

ტექნიკური მხარდაჭერის ტელეფონი: +995.32 2430044

პროსერვისი.txt · Last modified: 06.12.2023 15:07 (external edit)