EuroDIG 2018, თბილისი

ინტერნეტის მმართველობის ევროპული დიალოგი (EuroDIG) არის ღია და მრავალმხრივი პლატფორმა ინტერნეტის, მისი მართვის შესახებ შეხედულებების გაცვლის მიზნით.

პირველად ორგანიზებული 2008 წელს რამდენიმე ორგანიზაციის, მთავრობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ, EuroDIG ხელს უწყობს დიალოგს და თანამშრომლობას ინტერნეტ საზოგადოებასთან ინტერნეტის საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ყოველწლიური კონფერენციები იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. EuroDIG-ის „შეტყობინებები“ მომზადებულია და წარდგენილია ინტერნეტის მართვის ფორუმზე (IGF).

ISOC-Georgia,  მისი საბჭო და მრავალი წევრი აქტიუროად არის ჩართული EuroDIG 2018 მზადებაში რომელიც ტარდება თბილისში 5-6 ივნისს.

EuroDIG 2018-ზე რეგისტრაციისთვის და პროგრამის სანახავად გადადით ამ ბმულზე