“ინტერნეტ საზოგადოების” თემატური ჯგუფები

“ინტერნეტ საზოგადოების” თემატური ჯგუფები

ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia Chapter) აყალიბებს თემატურ ჯგუფებს. თითოეულ ჯგუფს ერთი სპიკერი – ხელმძღვანელი ეყოლება და მისი დანიშვნა დამოკიდებულია არჩევითობის პრინციპზე. 2021 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს “ინტერნეტ საზოგადოება” გამოდის ინიციატივით ჩამოყალიბდეს შემდეგი თემატური (საექსპერტო) ჯგუფები:

  1. კიბერ-უსაფრთხოება
  2. ინტერნეტ-სამართალი
  3. ლოკალური კონტენტი
  4. პერსონალური მონაცემები
  5. ინფრასტრუქტურა / IoT
  6. .ge დომენი
  7. განათლება და მეცნიერება.

თემატური ჯგუფში ერთიანდებიან “ინტერნეტ საზოგადოების” ის წევრები, რომელთაც საერთო საკითხი აერთიანებთ და არიან ამ საკითხში კომპეტენტურნი.

მაგალითად, “ინტერნეტ-სამართალის” ექსპერტი შეიძლება არა მხოლოდ იურიდიული განათლების მქონე პიროვნება იყოს, არამედ მასწავლებელი, გამომცემელი [internet publisher] ან ფსიქოლოგი. როდესაც ვსაუბრობთ “პეროსნალური მონაცემების” თემატურ ჯგუფზე, აქ შესაძლოა სოციალური მეცნიერების სპეციალისტების გარდა, გადამწყვეტი როლი ზუსტი მეცნიერების სპეციალისტს – სერვერების დაცულობის ინჟინერს ან Web-დეველოპერს ენიჭებოდეს.

თემატური ჯგუფი შესაბამის საკითხს იკვლევს საკუთარი და გარე წყაროების დახმარებით, მართავს მისთვის აუცილებელ შეხვედრებს, ტრენინგებს და ა.შ.

ასევე, გარკვეული ამოცანის გადასაწყვეტად, “თემატურ ჯგუფს” შეუძლია მოითხოვოს დაფინანსება – შეხვედრის ან ტრენინგის ორგანიზებისთვის, საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობისთვის, კვლევისთვის და ა.შ.

ყოველ “თემატურ ჯგუფს” ერთი პიროვნება ხელმძვანელობს და ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანხმებით ადგენს ერთწლიან სამუშაო გეგმას. ერთი ჯგუფის ხელმძვანელი შეიძლება სხვა თემატურ ჯგუფში იყოს გაწევრიანებული, მაგრამ პარალელურად ორი ჯგუფის “ლიდერი” არ შეიძლება იყოს.