კვლევის პრეზენტაცია – “არასრულწლოვანთა საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”

კვლევის პრეზენტაცია – “არასრულწლოვანთა საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”

კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს ეხება, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსის 2020 წელს ამოქმედების შემდგომ, ამ კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების უფლებამოსილებას.
მოხსენებაში ასევე მიმოიხილება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დასაცავად მიღებული მნიშვნელოვანი ზომები და დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი შესაბამისი რეკომენდაციები.
მოხსენება ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს წევრის, თამარ ჭელიძის მიერაა მომზადებული. თამარ ჭელიძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის 2015 წლიდან მუშაობდა კომუნიკაციების კომისიაში, სატელეკომუნიკაციო და მედიის რეგულირების მნიშვნელოვან საკითხებზე. 2017-2019 წლებში, თამარ ჭელიძე ჩართული იყო ევროკავშირის ტვინინგის პროექტში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ინტერნეტმმართველობა და არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოება წარმოადგენდა.
კვლევის საჯარო პრეზენტაცია ამა წლის 9 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება სასტუმრო „ბილტმორში“ (შოთა რუსთაველის გამზირი N29).
ღონისძიების დღის წესრიგის სანახავად ეწვიეთ ბმულს:

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.