საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის მე-7 ფორუმი
30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ჩატარდება რიგით მეშვიდე “საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი”. ორგანიზატორთა განცხადებით ფორუმი ხელს უწყობს ლოკალური ინტერნეტ მმართველობის საკითხების დიალოგს, ყველა პროცესის და კონსულტაციის ღიაობას, ასევე ინტერნეტის მმართველობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას”.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, საპარლამენტო და კერძო სექტორი. ასევე, სამოქალაქო საზოგადეობა და ტექნოლოგიური საზოგადოების წარმომადგენლები.
საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფორუმმა “უნდა შეცვალოს საქართველოს ინტერნეტის მმართველობის მრავალმხრივი ჩართულობის მოდელების დამკვიდრებისკენ სვლა”.
ამჯერად ფორუმის ორგანიზებას პროგრამული და საორგანიზაციო კომიტეტები ახორციელებენ. ორივე კომიტეტში სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორია წარმოდგენილი, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებია ორივე კომიტეტში წარმოდგენილია პროპორციით 1/2, სადაც სახელმწიფო უწყებები უმრავლესობას წარმოადგენენ.
სახელმწიფო და სამთავრობო სექტორი ფორუმზე წარმოდგენილია შემდეგნაირად:
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, “ოუფენ ნეტი“, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი.
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი არიან ISOC საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (Transparency International Georgia).
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024