თემატური ჯგუფის შეკრება – “ქართული ენა ინტერნეტში” კონფერენციას გეგმავს
2021 წლის 9 დეკემბერს შედგა “ლოკალური კონტენტის” ჯგუფის შეკრება. ეს თემატური ჯგუფი “ინტერნეტ საზოგადოებამ” მიახლოებით ერთი თვის წინ დაარსა და მისი სამუშაო სახელია “ქართული ენა ინტერნეტში”.
შეკრებას დაესწრნენ: რატი სხირტლაზე, კონსტანტინ სტალინსკი, მარინე ბერიძე, მაია მანჯგალაძე, კოტე ლომიძე, ელზა ასანიძე, მაგდა რაზმაძე, ვახტანგ ჯინჯიხაძე, მამუკა მონავარდისაშვილი და ჯგუფის სპიკერი ნინო პავლიაშვილი.
გადაწყდა თებერვლ-მარტში ერთდღიანი კონფერენციის ჩატარება.
კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი თემატური სესია:
- ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია. მოდერატორი მარინე ბერიძე
- ციფრული რესურსების შექმნა და ხელმისაწვდომობა. მოდერატორი ნინო პავლიაშვილი
- ციფრული განათლება. მოდერატორი ვახტანგ ჯინჯიხაძე
- აუდიო-ვიზუალური კონტენტი და ვიკიპედია
- ქართულენოვანი გე დომენი. მოდერატორი მამუკა მონავარდისაშვილი
- ინტელექტუალური საკუთრება.
თითოეული სესიის სავარაუდო ხანგრძლივობა – ერთი საათი.
მოდერატორებმა უკვე დაიწყეს სესიისთვის მზადება და გამომსვლელებთან მოლაპარაკება.
ასევე, ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილობის შემთხვევაში საჭიროა სინქრონული თარგმანი [English ⇄ ქართული].
კონფერენციის ჩატარების სავარაუდო ადგილია “ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა”. “ინტერნეტ საზოგადოების” თამვჯდომარე რატი სხირტლაზე და საბჭოს წევრი კონსტანტინ სტალინსკი კი იზრუნებენ კონფერენციისთვის გრანტის მოპოვებაზე.
შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 22 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე. იგი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის მეშვეობით. შეხვედრის ბმული წინასწარ იქნება გამოგზავნილი ელ.ფოსტაზე და გამოქვეყნდება წევრებისთვის განკუთვნილ, დახურულ Facebook-ჯგუფში.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024