თემატური ჯგუფის შეკრება – “ქართული ენა ინტერნეტში” კონფერენციას გეგმავს

თემატური ჯგუფის შეკრება – “ქართული ენა ინტერნეტში” კონფერენციას გეგმავს

2021 წლის 9 დეკემბერს შედგა “ლოკალური კონტენტის” ჯგუფის შეკრება. ეს თემატური ჯგუფი “ინტერნეტ საზოგადოებამ” მიახლოებით ერთი თვის წინ დაარსა და მისი სამუშაო სახელია “ქართული ენა ინტერნეტში”.

შეკრებას დაესწრნენ: რატი სხირტლაზე, კონსტანტინ სტალინსკი, მარინე ბერიძე, მაია მანჯგალაძე, კოტე ლომიძე, ელზა ასანიძე, მაგდა რაზმაძე, ვახტანგ ჯინჯიხაძე, მამუკა მონავარდისაშვილი და ჯგუფის სპიკერი ნინო პავლიაშვილი.
გადაწყდა თებერვლ-მარტში ერთდღიანი კონფერენციის ჩატარება.

კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი თემატური სესია:

  1. ენობრივი ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია. მოდერატორი მარინე ბერიძე
  2. ციფრული რესურსების შექმნა და ხელმისაწვდომობა. მოდერატორი ნინო პავლიაშვილი
  3. ციფრული განათლება. მოდერატორი ვახტანგ ჯინჯიხაძე
  4. აუდიო-ვიზუალური კონტენტი და ვიკიპედია
  5. ქართულენოვანი გე დომენი. მოდერატორი მამუკა მონავარდისაშვილი
  6. ინტელექტუალური საკუთრება.

თითოეული სესიის სავარაუდო ხანგრძლივობა – ერთი საათი.

მოდერატორებმა უკვე დაიწყეს სესიისთვის მზადება და გამომსვლელებთან მოლაპარაკება.

ასევე, ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილობის შემთხვევაში საჭიროა სინქრონული თარგმანი [English ⇄ ქართული].

კონფერენციის ჩატარების სავარაუდო ადგილია “ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა”. “ინტერნეტ საზოგადოების” თამვჯდომარე რატი სხირტლაზე და საბჭოს წევრი კონსტანტინ სტალინსკი კი იზრუნებენ კონფერენციისთვის გრანტის მოპოვებაზე.

შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა 22 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე. იგი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის მეშვეობით. შეხვედრის ბმული წინასწარ იქნება გამოგზავნილი ელ.ფოსტაზე და გამოქვეყნდება წევრებისთვის განკუთვნილ, დახურულ Facebook-ჯგუფში.