როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის ტელეფონზე დამოკიდებულებას
თქვენი ბავშვი ტელეფონზეა დამოკიდებული?
ეს განისაზღვრება იმ საათების რაოდენობით, რომლებსაც იგი ატარებს სმარტფონის ეკრანის პირისპირ. ამ სირთულის გადასალახავად შეიქმნა ისეთი აპლიკაციები, რითაც მშობელს ეძლევა შესაძლებლობა აკონტროლოს ბავშვის მიერ ინტერნეტში გატარებული დრო და კონტენტი, რასაც უყურებს. მათ შორისაა Family Link-ის აპლიკაცია.
Family Link: https://families.google.com/familylink/
რა შესაძლებლობები აქვს მშობელს მოცემული აპლიკაციის დახმარებით?
- მშობელს შეუძლია თავად აირჩიოს ის ვიდეოები თუ არხები, რომელსაც დასაშვებად თვლის მისი ბავშვისთვის.
- ტელეფონში დაბლოკოს ის აპები, რომელიც შეუსაბამოა ბავშვის ასაკთან და პირიქით, გადმოწეროს ისეთი სახის აპლიკაციები, რაც რეკომენდებულია.
- შეამოწმოს ნახვის ისტორიები და გააკონტროლოს რას უყურებს ან ეძებს ინტერნეტში ან Google play-ში თუ App store-ში.
- შეუძლია დააყენოს ტაიმერი, რითაც დააწესებს დროის ლიმიტს ან დაბლოკოს ტელეფონზე წვდომა, სანამ სადილის ან მეგობრებთან გართობის დროა.
- ასევე, მშობელს შეუძლია აკონტროლოს ბავშვის ან მოზარდის ლოკაცია- თუ სად იმყოფება იგი.
ამრიგად, სამყაროში, სადაც ინტერნეტში ყველანაირი სახის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ბავშვები თუ მოზარდები მათთვის შეუსაბამო კონტენტისგან.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024