ყველაზე ცნობილი კიბერ თავდასხმების შემთხვევები
კიბერშეტევა თანამედროვე, ციფრული სამყაროს ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 39 წამში ერთი კიბერ თავდასხმა ხდება.
წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ცნობილი კიბერშეტევას მსოფლიოში:
- ყველაფერი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნიდან დაიწყო. მელისა ვაირუსმა მომხმარებლებთან გაგზავნა ვორდის ფაილები, რომლებიც შეიცავდა ვირუსს. ამ ფაქტმა დააზარალა ასობით კომპანია, მათ შორის Microsoft-ი. საბოლოოდ, კომპიუტერული სისტემების შეკეთებას 80 მილიონი დოლარი დასჭირდა.
- 1999 წელს ჯონათან ჯეიმსმა, რომელიც იმ დროისთვის სულ რაღაც 15 წლის იყო, მოახერხა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემაში შეღწევა. მან წვდომა მოიპოვა ათასობით შიდა მეილზე, მათ შორის სამთავრობო ორგანიზაციების პაროლებსა და სახელებზე. მოპარული ინფორმაციის საფუძველზე, მან რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულად გათიშა NASA-ს სისტემა.
- 2008 წელს Anonymous-ის ჰაკერთა ჯგუფის რამდენიმე წევრმა განახორციელა კიბერშეტევა საიანტოლოგთა ეკლესიაზე, რამდენიმე დღის განმავლობაში მათი ვებ-საიტი იყო გათიშული. კიბერშეტევის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე დიმიტრი გუზნერი მაშინ 19 წლის იყო და მისი გასამართლება, საბოლოოდ, 2 წლიანი პრობაციითა და საიანტოლოგთა ეკლესიისთვის 37.500$-ის გადახდით დასრულდა.
- კიბერშეტევა განხორციელდა Adobe-ზეც. ჰაკერებმა მოიპოვეს 2.9 მილიონი მომხმარებლის პაროლები და ბარათის მონაცემები, ხოლო, საბოლოოდ, 35.1 მილიონმა ადამიანმა დაკარგა პაროლები და ID- ის მისამართები.
- 2009 წელს, ჰაკერებმა შეაღწიეს Google- ის სერვერებში და მოიპოვეს წვდომა ჩინეთში, ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტების მეილებზე. გამოძიებების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჰაკერებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის Gmail-ის ექაუნთებზეც ჰქონდათ წვდომა.
- 2013 წლიდან 2016 წლამდე Yahoo-ზე რამდენიმე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც, საბოლოოდ, მისი ღირებულება 350 მილიონი დოლარით შეამცირა. დაახლოებით, 3 მილიარდი მომხმარებელი დაზარალდა.
- 2022 წლის იანვრის თვეში, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ჰაკერთა ჯგუფმა კიბერ შეტევა განახორციელა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროს ვებსაიტებზე. უკრაინა იმ დროისთვის აცხადებდა, რომ ეს რუსეთის მხრიდან ომისთვის მზადება იყო, თუმცა მოსკოვი ამას უარყოფდა.
სტატისტიკის მიხედვით, კოვიდის პერიოდში კიბერ თავდასხმების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024