ადამიანის სხეულთან დაკავშირებული მოწყობილობები და ბიომეტრიის კონტროლი
ტერმინი The Internet of bodies (IoB) 2016 წელს ჩამოყალიბდა. ამ ტერმინით აღწერენ მოწყობილობებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან და აკონტროლებენ მათ ფიზიოლოგიურ, ბიომეტრიულ ან ქცევით მონაცემებს. ფაქტობრივად, ადამიანების სხეულს იყენებენ, როგორც მონაცემთა წყაროს.
1 მილიარდზე მეტი ადამიანი, თითქმის ამერიკის მოსახლეობის 70% უკვე აქტიურად იყენებს IoB სისტემას. მათ შორის დიდი წილი მოდის ჭკვიანი საათებისა და ფიზიკური აქტივობის გასაანალიზებლად საჭირო აპლიკაციების გამოყენებაზე.
მსგავსი სისტემები, რომლებიც ადამიანსა და გაჯეტებს ერთმანეთთან აკავშირებს უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მან შესაძლოა სრული რევოლუცია მოახდინოს ჯანდაცვის სფეროში და გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრების ხარისხი. მაგალითად, ტვინის სტიმულაციის მოწყობილობით ან გადაყლაპვადი სენსორებით კონტროლდება ადამიანის ორგანიზმში ინსულინის რაოდენობა, რაც დიაბეტის მქონე პირთათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
IoB- ის სისტემა დაყოფილია სამ ჯგუფად:
▪️პირველი თაობა- მოწყობილობები ფიზიკურად არის დაკავშირებული ადამიანის სხეულთან. ისინი აგროვებენ და გადასცემენ მონაცემებს ფიზიკურ კონტაქტზე დაყრდნობით.
▪️მეორე თაობა- მოწყობილობები მოთავსებულია შიგნით, ადამიანის სხეულში. ისინი სხეულში ხვდებიან გადაყლაპვის ან ქირურგიული იმპლანტის გზით.
▪️მესამე თაობა- ამ ეტაპზე ელექტრონული მოწყობილობები მთლიანად შერწყმულია ადამიანის სხეულთან და მასთან ერთად ფუნქციონირებს რეალურ დროში.
დღესდღეობით, ფართოდ გავრცელებულია პირველი თაობის სისტემა. ამის მარტივი მაგალითია თუნდაც Ios-ში ჩაშენებული health სისტემა, რომელიც მონაცემებს აგროვებს ჩვენს ფიზიკურ აქტივობებზე დაყრდნობით.
და ბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ჩვენი პერსონალური ინფორმაცია მაქსიმალურად იყოს დაცული. ლოგიკურია, რომ ჩვენი აქტივობების გაზიარებით საფრთხის წინაშე ვაყენებთ ჩვენს პირად მონაცემებს, რაც შესაბამის ყურადღებას მოითხოვს.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024