რა მოგება გვაქვს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის, IXP-ს ფუნქციონირებით

რა მოგება გვაქვს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის, IXP-ს ფუნქციონირებით

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე კვანძისაგან შემდგარ ქსელურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდება IP ტრაფიკის გაცვლა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც არიან დამოუკიდებელი ქსელების (ავტონომიური სისტემების) მფლობელები.

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრები, აუცილებელია ძლიერი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ქსელისა და ინტერნეტის შესაქმნელად. ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად განვითარებულია, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტ და კონტენტ პროვაიდერები ერთმანეთთან ჩართვასა და მონაცემების გაცვლას სწორედ ამ ცენტრების დახმარებით აწარმოებენ.

2016 წელს, საქართველოში, ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს შორის ხელი მოეწერა ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის დაფუძნების შესახებ მემორანდუმს.

ინტერნეტის ურთიერთგაცვლითი წერტილი არის ის ადგილი, სადაც სხვადასხვა ქსელი ერთმანეთს ადგილობრივი ტრაფიკის გასაცვლელად უკავშირდება. ცენტრის არსებობის უმთავრესი პირობაა, რომ იგი განთავსებული იყოს ნეიტრალურ დატაცენტრში.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტიზაციას. რაც თავის მხრივ, გამოიწვევს კონკურენტული ფასების ჩამოყალიბებასა და ინვესტორების მოზიდვას. ასევე, ხელს შეუწყობს ქსელების დუბლირების თავიდან აცილებას, საოპერაციო დანახარჯების შემცირებასა და ბაზარზე შემოსვლის ბარიერების მინიმალიზაციას.

ცენტრში გაწევრიანება მარტივია ყველა ინტერნეტ პროვაიდერისა და ქსელების ოპერატორისთვის, ვისაც გააჩნია საკუთარი AS ნომერი (აქვთ RIPE-დან მიღებული IP მისამართები)