
ინტერნეტსაზოგადებამ ახალი წესდება დაამტკიცა
2022 წლის 3-5 მაისს ინტერნეტსაზოგადოება საქართველომ ჩაატარა ელექტრონული კენჭისყრა წესდების დამტკიცების თაობაზე. კენჭისყრაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოების წევრთა მიერ შედგენილი წესდება. მასში მონაწილეობა მიიღო წევრების 64% პროცენტმა, 38 წევრმა. კენჭისყრით გათვალისწინებული საკითხი იყო, უჭერენ თუ არა მხარს წევრები წარმოდგენილ წესდებას. შედეგების განისაზღვრა შემდეგნაირად:
- მხარს ვუჭერ – 97 % (37 წევრი)
- არ ვუჭერ მხარს – 3 % (1 წევრი)
კენჭისყრის შედეგების თანახმად წარმოდგენილი წესდება დამტკიცდა.
დამტკიცებული წესდების საფუძველზე წევრები უახლოეს მომავალში გეგმავენ საზოგადოების იურიდიულ პირად რეგისტრაციას.