VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022

VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022

2022 წლის 19-20 სექტემბერს იმართება VI საერთაშორისო კონფერენცია: თანამედროვე ენობრივი ტექნოლოგიები 2022 – ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის – LMT2022.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
  • ინტერნეტსაზოგადოება საქართველო

მიმართულება:

კომპიუტერული ლინგვისტიკა, კორპუსლინგვისტიკა, კომპიუტერული ლექსიკოგრაფია, კორპუსული ლექსიკოგრაფია, ციფრული ჰუმანიტარია

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 17 ივნისი, 2022
შეტყობინება მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ: 8 ივლისი, 2022
თეზისის საბეჭდი ვერსიის წარდგენის ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2022

კონფერენციის აღწერა:

ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია „ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ მეექვსედ ტარდება და ამჯერად მისი მთავარი თემა იქნება: ენობრივი ტექნოლოგიები მრავალენოვანი ინტერნეტისთვის. ამავე დროს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ენის ტექნოლოგიებისა და ციფრული ჰუმანიტარიის ფართო პრობლემატიკა.

კონფერენციის მიზანია მრავალენოვანი ინტერნეტის იდეის ტექნოლოგიური და სამეცნიერო კონცეფციების, ქართველური ენებისა და, ზოგადად, ლინგვისტიკის პრობლემების ენის თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე გააზრება, ციფრული რესურსების, ლექსიკოგრაფიული ბაზების, კორპუსების შექმნის, განვითარებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარება ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ლექსიკოგრაფიული პროდუქციის, სასწავლო მასალების შექმნისა და ახალი ამოცანების შესახებ კორპუსლინგვისტიკის, ენის კომპიუტერული მოდელირების, ავტომატური თარგმანის, ენის ელექტრონული სწავლებისა და დოკუმენტირების სფეროში.

კონფერენციის თემატიკა:

  • ენის კომპიუტერული მოდელირება
  • კომპიუტერული ლექსიკოგრაფია
  • კორპუსის ლინგვისტიკა, კორპუსული ლექსიკოგრაფია
  • ციფრული ჰუმანიტარიის ინტერდისციპლინური პროექტები
  • ენობრივ მონაცემთა ბაზები

მოწვეული სტუმრები:

პიერ ცვაიგენბაუმი, LISN, CNRS, პარიზ-საკლეს უნივერსიტეტი, ორსე, საფრანგეთი (დანარჩენი მომხსენებლების ვინაობა გამოცხადდება დამატებით)

სარედაქციო საბჭო:

ნანა მაჭავარიანი
გიორგი ალიბეგაშვილი
მარინა ბერიძე
მერაბ ჩუხუა
ქეთევან დათუკიშვილი
თინათინ ბოლქვაძე
ზაალ კიკვიძე
თინათინ მარგალიტაძე
მანანა თანდაშვილი
ირინა ლობჟანიძე
სერგეი შაროვი
დიმიტრი სიჭინავა
რატი სხირტლაძე
სოფიკო დარასელია

საორგანიზაციო კომიტეტი

მარინა ბერიძე
მაკა თეთრაძე
რუსუდან პაპიაშვილი
დიანა კაკაშვილი
ეთერ ჭურაძე
ლევან ვაშაკიძე

თეზისების წარდგენის წესი:

მოცულობა: არა უმეტეს 1000 სიტყვისა
შრიფტი: ქართულისათვის – Sylfaen, ინგლისურისათვის – Times New Roman
შრიფტის ზომა: 12
ფორმატი: MS Word და PDF

თეზისები ატვირთეთ სისტემაში:

https://easychair.org/conferences/?conf=lmt2022
არ მიუთითოთ სახელი და გვარი თეზისის ტექსტში; რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ, რომელ ენაზე წაიკითხავთ მოხსენებას (ქართულად თუ ინგლისურად), ქართულ თეზისებს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი.

რეგლამენტი:

    • პლენარული სხდომის მოხსენება – 45 წუთი
    • პრეზენტაცია – 30 წუთი
    • სექციური სხდომის მოხსენება – 25  წუთი
    • მსჯელობა – 10 წუთი

კონფერენციის მონაწილის სარეგისტრაციო გადასახადი:

საქართველოდან წარმოდგენილი ნაშრომების ავტორებისთვის – 80 ლარი.
უცხოეთიდან წარმოდგენილი ნაშრომების ავტორებისთვის – 80 ევრო.
კონფერენციის  მასალების ორენოვანი კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დაწყებამდე.
კონფერენციის ჩატარების სახე დაზუსტდება კოვიდპანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით.
სავარაუდოდ, იქნება როგორც სააუდიტორიო, ისე დისტანციური მოხსენებები.
ელფოსტა: LMT.tbilisi2022@gmail.com