ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და კავკასუს ონლაინ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და კავკასუს ონლაინ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 6 ივნისს ა(ა)იპ ინტერნეტსაზოგადოება საქართველოსა და კავკასუს ონლაინ-ს შორის გაფორმდა Ge დომენის ადმინისტრირებისა და მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსის, Ge ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრირების, მართვისა და რეგისტრაციის პროცესის მოცემულ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების და დამკვიდრებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად წარმართვას და ამ პროცესში ადგილობრივი ინტერნეტსაზოგადოების წევრების ინტერესების დაბალანსებას.

მემორანდუმის ფარგლებში კავკასუს ონლაინი უზრუნველყოფს Ge ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენის მართვისა და ადმინისტრირების პროცესში ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მეშვეობით საქართველოში ინტერნეტსაზოგადოებაში არსებულ დაინტერესებულ პირთა ჩართულობას, ხოლო ინტერნეტსაზოგადოება საქართველო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში უზრუნველყოფს ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა და დარგის სპეციალისტთა დაბალანსებულ მონაწილეობას.

კავკასუს ონლაინი, ინტერნეტსაზოგადოება საქართველო და საკონსულტაციო საბჭო ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, გაცვლიან ინფორმაციას და გასწევენ გონივრულ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ და დაეხმარონ ერთმანეთს როგორც მიმდინარე, ისე გადაუდებელი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში.

დეტალური ინფორმაცია მემორანდუმთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1tk5sRKeYQp0V6Pqag3z1JGwq0sZ40cIa/view