ერთსიმბოლოიანი დომენი

ერთსიმბოლოიანი დომენი

დომენური სახელი მიუთითებს კონკრეტულ სერვერზე ან საიტზე, რომელშიც მოთავსებულია საძიებო დოკუმენტი. იგი შედგება ორი ნაწილისგან: სერვერის სახელი და ბოლო ნაწილი ანუ დომენის სახელი. საიტის სახელი შეიძლება იყოს ერთ სიმბოლოიანი, რაც გულისხმობს წერტილის მარცხენა მხარეს დაწერილ სიმბოლოს.

მაგალითად, ასეთია a.com

მსგავსი ტიპის დომენური სახელები მათი ლაკონურობისა და იშვიათობის გამო ძალიან ღირებულად ითვლება. შესაბამისად, მათი შეძენა საკმაოდ ძვირია.

ერთსიმბოლოიანი დომენები, ძირითადად, დომენების საწყის ეტაპზე, ადრეულ წლებში შეიქმნა და მალევე კომპანიებმა, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, გადაწყვიტეს მასზე საავტორო უფლებები მოეპოვებინათ.

საქართველოში დომენების რეგისტრატორებს უნდა შესწევდეთ უფლება დაარეგისტრირონ ერთსიმბოლოიანი დომენები .GE ზონაში. მაგალითად: a.ge, b.ge, c.ge და ა.შ. დღესდღეობით, მსგავსი დომენების გამოყენება ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია.

მოკლე, 4 ბიტიანი დომენების რეგისტრაცია საქართველოში ბიზნესსა და დეველოპერულ გუნდებს მისცემს საშუალებას გამოიყენონ მოკლე URL-ები არა მხოლოდ აპლიკაცია-მოწყობილობის ტანდემში, არამედ შექმნან სხვადასხვა ტიპის აგრეგატორი და სოციალურ მედიებში ექსპორტის ხელსაწყოები.

ყველაზე გაყიდვადი ერთისმბოლოიანი დომენის სახელი Z.com იყო, რომლის ღირებულებამ 6.785 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქვემოთ ჩამოთვლილია, ერთ სიმბოლოიანი დომენის სახელები, რომლებსაც ყველაზე ცნობილი კომპანიები დღემდე იყენებენ:

  • A.co – ამაზონი
  • G.me – Google-ის პირადი ანგარიში
  • M.me – Facebook მესენჯერი
  • T.me – ტელეგრამი
  • V.me – ვიზა

მოცემული ტიპის დომენური სახელის ფასების დიაპაზონი 100$-დან 6.784$- მდე მერყეობს და მისი შეძენა ონლაინ შეგიძლიათ, ისეთ საიტებზე, მაგალითად, როგორიცაა Domain.com