ესეების კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს
2022 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია, სადაც ესეების კონკურსში გამარჯვებულმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი ნაშრომები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
შეგახსნებეთ, რომ 2022 წლის 12 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გამოაცხადა ესეების კონკურსი, თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ ჰონორარს 150 აშშ დოლარის ოდენობით.
ესეების კრებულს სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:
ქართულად: https://drive.google.com/file/d/1f15deXupSQdq1Pj6QYExLhJjSs1tLXiQ/view
ინგლისურად: https://drive.google.com/file/d/1oYgceQn5llEXtDEI1pMGaCg_OqeAGqqK/view?usp=sharing
ღონისძიება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youtu.be/FvxDoRrrvek
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024