ინტერნეტსაზოგადოება საქართველო აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ინტერნეტ სამართლის თემატური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ბაკალავრიატისა (მე-2, მე-3 და მე-4 კურსის) და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ პირს თუ უნივერსიტეტის დამთავრებიდან არ არის გასული 5 წელი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ აბსტრაქტი (არა უმეტეს 500 სიტყვა) და რეზიუმე 2023 წლის 22 თებერვლამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: itlaw.isoc@gmail.com
აბსტრაქტი უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:
🔹 “Fair use” ინტერნეტში – სამართლებრივი დოქტრინის ანალიზი;
🔹 დიგიტალიზაციის (გაციფრულების) გავლენა ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე;
🔹 ინოვაციების, ინტერნეტისა და ინტელექტუალური სამართლის კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები;
🔹 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მეტავერსში;
🔹 შეუძლია თუ არა საავტორო უფლებების სისტემას ეფექტურად უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს?
🔹 ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი (ქართული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე).
აბსტრაქტების შეფასების შედეგად შერჩეული პირები (არაუმეტეს 10 პირი) ანალიტიკურ ნაშრომებს მოამზადებენ 2023 წლის 21 აპრილამდე წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და ჰონორარის სახით მიიღებენ 150 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
აბსტრაქტების შეფასების შედეგად შერჩეული პირები ანალიტიკურ ნაშრომებს წარმოადგენენ ახალგაზრდულ კონფერენციაზე 2023 წლის მაისში.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024