იმართება კონფერენცია თემაზე “ინტერნეტი, ინოვაციები და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი”
📣2023 წლის 9 მაისს, 11:00 საათზე ჰოლიდეი ინ თბილისში (მისამართი: 26 მაისის მოედანი 1) იმართება “ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს” მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე “ინტერნეტი, ინოვაციები და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი”.
კონფერენციის მსვლელობისას პროექტის მონაწილეები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ ანალიტიკურ ნაშრომებს და ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც ინტლექტუალური სამართლის ინოვაციებსა და ტექნოლიგიებთან ურთიერთმიმართებას ეხება. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ანალიტიკური ნაშრომები შემდეგ საკითხებს მოიცავს:
🔹 “Fair use” ინტერნეტში – სამართლებრივი დოქტრინის ანალიზი;
🔹 დიგიტალიზაციის (გაციფრულების) გავლენა ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე;
🔹 ინოვაციების, ინტერნეტისა და ინტელექტუალური სამართლის კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება: არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები;
🔹 ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მეტავერსში;
🔹 შეუძლია თუ არა საავტორო უფლებების სისტემას ეფექტურად უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს?
🔹 ონლაინ სივრცეში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი (ქართული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე).
💬 მომხსენებლების რანგში, კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
💬 ღონისძიების დასრულების შემდგომ გაიმართება სადილი ალაფურშეტის ფორმატით.
📣 იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი: https://drive.google.com/…/1nj8qGJo13sZD4lCgDwl…/view…
🔹 კონფერენციაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ რეგისტრაცია გაიარონ აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLScA91TZIh…/viewform
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024