
2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები
მიმდინარეობს 2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევნები, რომელიც ტარდება ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ.
2023 წლის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია დალაგებულია ქრონოლოგიურად, განაცხადის შემოსვლის დროის შესაბამისად. ამ პერიოდისთვის დასახელებულნი არიან შემდეგი პირები:
1.ქეთევან რეხვიაშვილი
ქეთევანი არის 18+ წლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი კონსულტანტი, ტელეკომის, ბიზნესის მართვის და მარკეტინგის მიმართულებით. მისი მრავალწლიანი გამოცდილება მოიცავს, როგორც კერძო ასევე, საჯარო სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილებას. კერძოდ:
2012-2021 წლებში იგი მუშაობდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც მუშაობდა და ხელმძღვანელბოდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს:
- ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ხარისხი,
- 5G განვითარების სტრატეგია,
- ტვინინგის პროექტი: სიხშირეების მართვის, უნივერსალური მომსახურების,
- ელექტრონულ კომუნიკაციებიში მონაცემების დაცვის თემატურ მიმართულებები,
- მომხსენებელი 5G საკითხებზე ქართულ IGF-ზე ,
- მედია წიგნიერების საკანონმდებლო პროექტი,
- დიდი მონაცემების პროექტი ა.შ.
მანამდე მუშაობდა საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის წამყვან კომპანიებში: შპს „მაგთიკომში“, „სილქნეტში“, „ვარიდ ტელეკომში“ სხვადასვა პოზიციებზე.
2022-2023 წლების პერიოდში ეწეოდა დამოუკდებელი კონსულტატნის საქმიანობას და იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ “Facility for the implementation of the EU-Georgia Association Agreement – II” პროექტის კონსულტანტი.
ასვე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არის ISOC საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე და ინფრასტრუქტურის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.
იგი ჩართულია მენტორობის სხვადასხვა პროგრამებში სადაც ეხმარება სტუდენტებს თავიანთ კარიერულ, თუ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში.
ამასთან თავადაც სწავლობს ტექნოლოგიური პროექტების მართვისა და პოლიტიკის მიმართულებით.
2. კოტე სტალინსკი
3. მამუკა მონავარდისაშვილი
- 2001 წლიდან დღემდე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.
- 2016 წლიდან ქართულენოვანი ccTLD IDN დომენური ზონა .გე -ს კოორდინატორი.
- სხვადასხვა დროს მუშაობდა მმართველ პარტნიორად საქართველოს წამყვან საინფორმაციო ტექნოლოგიურ კომპანიებში სს „აითიდისი“, „ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიები“, „ქლაუდ9“, „ვებკომი“.
- პოპულარული ქართული და უცხოური ინტერნეტპროექტების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (myvideo.ge, fly.ge, maika,ge, news.ge, cloud9.ge, tvibo.com, yildiz.tv, myvideo.az და სხვა)
4. მაგდა თავხელიძე
დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სახელმწიფო მართვა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით. ამჟამად სწავლას ვარგძელებ ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება.
დაინტერესებული ვარ ტექნოლოგიის (DLT) გავლენით ორგანიზაციულ განვითარებაზე. სწავლის პარალელურად ვასწავლი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. ვარ საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის „Blockchain Education Network“ რეგიონალური წარმომადგენელი.
5. მეჰმან იბრაგიმოვი
დაიბადა 1997 წელს, ქალაქ დმანისში. 2015 წელს დაამთავრა ქ. დმანისის მეორე საჯარო სკოლა. 2019 წელს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე.
2016 წლიდან არის ქართულენოვანი ვიკიპედიის რედაქტორი, 2022 წლიდან მისი ერთ-ერთი ადმინისტრატორი. 2017 წლიდან არის ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელიც არის ფონდ ვიკიმედიის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
ფონდი ვიკიმედია მართავს ვიკიმედიის პროექტებს (მათ შორის ვიკიპედიას). 2019 წლიდან არის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე. 2020 წლიდან არის ფონდ ვიკიმედიის შემოერთების კომიტეტის (Affiliations Committee) წევრი.
2020-2021 წლებში იყო ფონდ ვიკიმედიის „ნდობისა და უსაფრთხოების“ სამსახურის წარმომადგენელი. 2021-2022 წლებში იყო ფონდ ვიკიმედიის „სტრატეგიისა და მმართვის“ სამსახურის წარმომადგენელი. 2022 წლიდან არის ფონდ ვიკიმედიის პროდუქტის ელჩი.
ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენას.
6. დავით ბირმანი
- საერთაშორისო ბიზნეს-კონსულტანტი, ციფრული პროდუქტების, მარკეტინგისა და ბრენდინგის სპეციალისტი 24-წლიანი გამოცდილებით
- ISOC Georgia-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე (2021-2022) და .GE დომენის თემატური ჯგუფის წევრი
- ინტერნეტის ენთუზიასტი, ფორუმელი, ბლოგერი და რამდენიმე სტარტაპის თანადამფუძნებელი 2000-იანი წლების დასაწყისიდან
- GE დომენების წამყვანი ქართული რეგისტრატორის თანადამფუძნებელი
- საქართველოს UX პროფესიონალთა ასოციაციის თავმჯდომარე, NN/g UX Master სერტიფიკატის მფლობელი
7. გიორგი გიორგანაშვილი
გიორგი გიორგანაშვილი არის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის ექსპერტი, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვაში.
1995 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს პარალმენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის სისტემების და ქსელების ადმინისტრირების განყოფილების უფროსად.
2007-დან დღემდე ხელმძღვანელობდა სხვადსხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების (საზოგადოებრივი მაუწყებელი, შპს UGT, სს პრივატბანკი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტებს.
ამჟამად მუშაობს ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტორის პოზიციებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ჩართულია სამსახურის მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმებების პროცესებში.
ყველა ორგანიზაციებში, სადაც იგი მუშაობდა, უშუალოდ მის მიერ არის შემუშავებული და დანერგილი, IT მენეჯმენტის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ბიზნესის უწყვეტობის მართვადი პროცესები, პოლიტიკები და შესაბამისი პროცედურები. ამასთანავე, თავად ხელმძღვანელობდა მრავალ IT პროექტს და იღებდა მონაწილეობას მათ დანერგვაში.
2005-2019 წლებში იყო მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერისიტეტში, სადაც კითხულობდა IT სისტემების და ქსელების მართვის და ასევე, ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის კურსებს. 2021 წელს მიიწვიეს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც დღემდე კითხულობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის და თანამედროვე ტექნოლოგიების კურსებს.
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის: ISACA CISA exam review course, Course on Data Protection and Privacy Rights (Council of Europe, Programme of HELP), Cyber Investigations and Forensic Examinations Course (Department of Justice of USA, FBI), Investigating DNS abused & criminal use of the DNS (ICANN), CISSP (Certified Information System Security Professional) ISC2 Official course (IT-knowledge), Course on CobiT5: Manage and audit IT systems (Fast Lane), Data Center Designer Course (CNet , Dubai), ITIL V2 – ITSM Foundation (Metrika, Riga)