პროექტი – “არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”

პროექტი – “არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი”

“არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოების საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი” ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მიერ ინიცირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს ეხება, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებებს.

ინტერნეტსაზოგადოების მხარდაჭერით ორგანიზებული პროექტის ფარგლებში მომზადებული მოხსენება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დასაცავად მიღებულ მნიშვნელოვან ზომებს მიმოიხილავს და დაინტერესებულ პირებს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს.

კვლევის საჯარო პრეზენტაციასთან დაკავშირებულ დეტალებს სულ მალე, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს Facebook გვერდსა და ოფიციალურ საიტზე (isoc.ge)  გაგიზიარებთ.