კვლევის პრეზენტაცია “არასრულწლოვანთა საკანონმდებლო ჩარჩოს ზეგავლენის ანალიზი” გაიმართა
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს მიერ ორგანიზებული კვლევის პრეზენტაციას სასტუმრო „ბილტმორმა“ 2024 წლის 9 ივნისს უმასპინძლა. კვლევა ინტერნეტ მომსახურების სფეროში მოქმედი იმ ნორმების ანალიზს შეეხო, რომლებიც ბავშვის უფლებათა კოდექსის 2020 წელს ამოქმედების შემდგომ, ამ კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად განსაზღვრავს როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, აგრეთვე, ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლების უფლებამოსილებას.
მოხსენებაში ასევე მიმოიხილა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დასაცავად მიღებული მნიშვნელოვანი ზომები და დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი რეკომენდაციები.
მოხსენება ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს წევრის, თამარ ჭელიძის მიერ მომზადდა. თამარ ჭელიძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის 2015 წლიდან მუშაობდა კომუნიკაციების კომისიაში, სატელეკომუნიკაციო და მედიის რეგულირების მნიშვნელოვან საკითხებზე. 2017-2019 წლებში, თამარ ჭელიძე ჩართული იყო ევროკავშირის ტვინინგის პროექტში, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ინტერნეტმმართველობა და არასრულწლოვანთა ონლაინ უსაფრთხოება წარმოადგენდა.
თამარ ჭელიძესთან ერთად, კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს თავმჯდომარე, ქეთევან რეხვიაშვილი და ციფრული ტრანსფორმაციისა და
კიბერუსაფრთხოების მრჩეველი, ნიკა გაგნიძე.
კვლევის პრეზენტაციას სახალხო დამცველის აპარატის, პარლამენტის განათლების კომიტეტის, ტვ პირველის, ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის, USAID საჯარო მმართველობის პროგრამისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024