![უსაფრთხო ინტერნეტის დღე, 11 თებერვალი 2025 წელი](https://isoc.ge/wp-content/uploads/ინტერნეტი-და-უსაფრთხოება.png)
უსაფრთხო ინტერნეტის დღე, 11 თებერვალი 2025 წელი
11 თებერვალს, 2025 წელს საქართველოში გაიმართება უსაფრთხო ინტერნეტის დღე, რომელიც გააერთიანებს ციფრული უსაფრთხოების, მედიაწიგნიერებისა და ინტერნეტგრამოტებულობის წამყვან სპეციალისტებს. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ინტერნეტსაზოგადოება საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რიგი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ციფრული გარემოს რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიების განხილვა და მედიაწიგნიერების განვითარება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.
ღონისძიების პროგრამა
11:30 – 11:50, ღონისძიების გახსნა
საორგანიზაციო სიტყვით გამოვლენ:
- ქეთევან რეხვიაშვილი, ინტერნეტსაზოგადოება საქართველო
- ეკა ყუბუსიძე, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
11:50 – 12:50, პირველი სესია
- სალომე იმნაიშვილი, ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული დაგეგმვის უფროსი მენეჯერი, ციფრული მმართველობის სააგენტო
- თამარ ქურდაძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ციფრული მმართველობის სამინისტრო
- მაკა დახუნდარიძე, მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომუნიკაციის კომისია
თემა: მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში
13:00 – 14:00, მეორე სესია
- მაია ქურციკიძე, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
თემა: ბავშვების განათლება ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ და მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში - ნიკა გაგნიძე
თემა: კიბერცნობიერება და ციფრული განათლება - ლელი ყიფიანი
თემა: ვირტუალური ურთიერთობები და მათი გავლენა რეალურ სოციალურ უნარებზე
ყველა სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილია კითხვების და პასუხების დრო.
ღონისძიების მნიშვნელობა
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ინტერნეტ უსაფრთხოება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. უსაფრთხო ინტერნეტის დღე წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, რათა განიხილონ ციფრული გარემოს გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ვიწვევთ მათ, ვინც დაინტერესებულია უსაფრთხო ციფრული გარემოს განვითარებით საქართველოში.
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024