უსაფრთხო ინტერნეტის დღე 2026: იგი საქართველოში უკვე მერვედ აღინიშნება
კონფერენცია ტარდება ISOC საქართველოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიის თანაორგანიზებით.
2026 წლის 10 თებერვალს, მსოფლიოში აღინიშნება უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day 2026), რომლის მიზანია ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და პოზიტიური გამოყენების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის და ემსახურება ონლაინ უსაფრთხოების და ინტერნეტში ურთიერთპატივისცემის კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
Safer Internet Day არის გლობალური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, საგანმანათლებლო სექტორს, კერძო კომპანიებს, ტექნიკურ საზოგადოებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რათა ერთობლივად იქნეს განხილული ონლაინ სივრცეში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები.
2026 წლის 10 თებერვალს, 12:00 საათზე, იმართება ონლაინ კონფერენცია, რომელიც უსაფრთხო ინტერნეტის დღეს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხება. საქართველო მერვედ უერთდება აღნიშნულ გლობალურ ინიციატივას.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ სლოგანია „ერთად ვიზრუნოთ უკეთეს ინტერნეტზე“- ყველას მოუწოდებს შეუერთდეს ამ მოძრაობას, ჩაერთოს და სრულად გამოიყენოს ინტერნეტის პოტენციალი ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, საზოგადოებაზე დაფუძნებული მიდგომით.
უსაფრთხო ინტერნეტის დღე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხო და სანდო ონლაინ გარემოს შექმნა საერთო პასუხისმგებლობაა და საჭიროებს ყველა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „უსაფრთხო ინტერნეტ დღის“ ვებგვერდს www.saferinternetday.org, ხოლო საქართველოში დაგეგმილ აქტივობებს გაეცანით Faceebook გვერდზე www.facebook.com/saferinternetday.ge
