.GE დომენების ადმინისტრატორის საკონსულტაციო საბჭო

.GE დომენების ადმინისტრატორის საკონსულტაციო საბჭო

2018 წლის 8 ივნისს “კავკაზუს ონლაინ”-მა და ISOC-Georgia-მ გააფორმა .GE დომენის ადმინისტრირებისა და მართვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შეიქმენბა .GE ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის საკონსულტაციო საბჭო.

2018 წლის თებერვლიდან ISOC-Georgia აწარმოებდა კონსულტაციებს .GE დომენის ადმინისტრატორ “კავკაზუს ონლაინს” და სხვა ინტერესთა მქონე ჯგუფების წარმომადგენლებთან.  “საკონსულტაციო საბჭოს” ფუნქციები ითვალისწინებს ადმინისტრატორისთვის  რეკომენდაციების მიცემა და GE დომენები ადმინისტრირების პროცედურებისა და მიმდინარეობის ზედამხედველობა.

“საკონსულტაციო საბჭოს” შემადგენლობაში შევა ხუთი დაინტერესებულ პირთა ჯგუფის წარმომადგენელბი:

  • დომენების რეგისტრატორები
  • სახელმწიფო დაწესებულებები
  • ინტერნეტ და ჰოსტინგ პროვაიდრები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • დომენების მომხმარებლების წარმომადგენლები