ISOC Georgia-ს განცხადება • COVID-19

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის გავრცელებასთან, იტალიის “ინტერნეტ საზოგადოება” ეხმაურება.

ISOC Georgia გიზიარებთ იტალიის “ინტერნეტ საზოგადოების” საბჭოს წევრის, ენცო პულიატის, წერილის ქართულ თარგმანს, რადგან საქართველოში მიმდინარე სიტუაცია და გამოწვევები ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება აღნიშნულ წერილში გამოთქმულ აზრს:

” სამწუხაროდ, იტალია კვალდაკვალ მიჰყვა ჩინეთს და გლობალური კრიზისის თვალსაზრისით, წინ გაუსწრო ესპანეთს, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს. სკოლების დახურვამ, კარანტინმა, იზოლაციამ და კარჩაკეტილობამ ნათლად გვაჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინტერნეტთან წვდომა ამ, გამოწვევებით სავსე, დროს.

ამასთან ერთად, გამოაშკარავდა ინფრასტრუქტურის სიმწირე, თუმცა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რომ არ შეგვიძლია დისტანციური სწავლების გამართულად მიწოდება ჩვენი შვილებისთვის და ვხედავთ, თუ რაოდენ დიდია „ტექნოლოგიური უფსკრული“ თაობათა შორის: დისტანციური სწავლებისთვის ბავშვები მომზადებულნი აღმოჩნდენ, მასწავლებლები კი – არა.  საზოგადოებამ გაიაზრა, რომ ინტერნეტი არაა მხოლოდ ფეისბუქი და ინსტაგრამი, სისტემა კი ამ მოულოდნელობისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.  

ბევრმა კომპანიამ წარმატებით დანერგა სახლიდან მუშაობის სისტემა, მთავრობამ თავდაუზოგავად იმუშავა სერვისების დისტანციურად მოწოდებისთვის, თუმცა ასაკოვან თაობას, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენს (ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, იტალიაა),  უჭირს საკომუნიკაციოდ ინტერნეტის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ ონლაინ გადახდებზე, ვირტუალურ ხელმოწერაზე და სხვა ციფრულ ქმედებებზე.  

რადგან საგანმანათლებლო სისტემა ვერ ეწევა ტექნოლოგიების განვითარების ტემპს, რაც ძირითადად, ზემოთხსნებეული „ციფრული უფსკრულით“ განისაზღვრება, ვფიქრობთ, რომ ახლა სწრაფად მოქმედების დროა. მას შემდეგ, რაც კრიზისი ჩაივლის, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენს როლზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მთავრობის მხარდაჭერა ხსენებული „უფსკრულის“ აღმოფხვრაში.”     

თარგმანი: გიორგი გოთოშია

ISOC Georgia აცხადებს მზაობას, ყველა იმ მხარესთან ერთად, ვისაც ეხება აღნიშნული საკითხი, ერთობლივად შეიმუშავოს მოქმედების გეგმა, რათა ქვეყნის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურამ შეძლოს უპასუხოს პანდემიასთან დაკავშირებით წარმოშობილ გამოწვევებს.

პატივისცემით,

ISOC Georgia-ს დირექტორთა საბჭო:
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი გოთოშია
ელენე ლომსაძე
დავით ყიფიანი
გურამ ბერიშვილი

Leave a Reply