დღეს ინტერნეტის საერთაშორისო დღეა

დღეს ინტერნეტის საერთაშორისო დღეა

ინტერნეტის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 29 ოქტომბერს აღინიშნება.

ეს დღე აღნიშნავს პირველი შეტყობინების იუბილეს, რომელიც გაიგზავნა ორ კომპიუტერს შორის 1969 წლის 29 ოქტომბერს – ARPANET-ის მეშვეობით.

კალიფორნიაში, 29 ოქტომბერს, 1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა (University of California, Los Angeles (UCLA)) და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს (SRI International) შორის.

ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი “მშობელი”.