ესეების კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ესეების კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატურმა ჯგუფმა მოიგო  გრანტი 3500 $ -ის ოდენობით, რის ფარგლებშიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში.

პროექტის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჯგუფი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს, თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა ციფრულ ეპოქაში. კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო (მე-2, მე-3 და მე-4 კურსის) და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

პირველ ეტაპზე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ აბსტრაქტი (არა უმეტეს 500 სიტყვა) და რეზიუმე 2022 წლის 20 მაისამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: ISOCpersonaldata@gmail.com

აბსტრაქტი უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ თემას:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება სოციალურ ქსელებში
3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ელექტრონული მმართველობის პროცესში
4. მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) როლი და მნიშვნელობა
5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ან/და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი
6. ელექტრონული ვაჭრობა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
7. ნივთების ინტერნეტი (Internet of Things) და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა v. გამოხატვის თავისუფლება

აბსტრაქტების შეფასების შედეგად შერჩეული სტუდენტები ესეებს მოამზადებენ 2022 წლის 10 ივლისამდე, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.

აბსტრაქტების შეფასების შედეგად შერჩეული სტუდენტები, რომლებიც ესეებს მოამზადებენ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, მიიღებენ ჰონორარს 150 აშშ დოლარის ოდენობით.

ესეების ავტორები თავიანთ ნაშრომებს წარმოადგენენ საჯარო კონფერენციაზე 2022 წლის სექტემბერში. სტუდენტების ნაშრომები გაერთიანდება კრებულში და გამოქვეყნდება ინტერნეტ საზოგადოების ვებგვერდზე, ასევე გავრცელდება სოციალურ მედიაში.

აბსტრაქტების შეფასებას განახორციელებენ და ესეების მომზადებაში სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტ საზოგადოება-საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფის წევრები.

გისურვებთ წარმატებებს!