კონკურსი “ციფრული წიგნიერების სკოლაში” მონაწილეობის მისაღებად
ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატური ჯგუფი აცხადებს კონკურსს ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!
სკოლის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი აქტუალური საკითხები:
🔹 პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
🔹 ციფრული წიგნიერება;
🔹 დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები;
🔹 ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია.
🗓️ ციფრული წიგნიერების სკოლა ჩატარდება ორ ნაკადად: 2023 წლის 18-19 ნოემბერსა და 2-3 დეკემბერს თბილისში. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. თითოეული თემატიკის განხილვას დაეთმობა 1.5 საათი.
⏳ ციფრული წიგნიერების სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 500 სიტყვა) 2023 წლის 25 ოქტომბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: isocpersonaldata@gmail.com
🔎 გთხოვთ, სამოტივაციო წერილში ასევე მიუთითოთ ის კონკრეტული საკითხები/გამოწვევები, რაც თქვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 50 მონაწილე.
ციფრული წიგნიერების სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
წარმატებას გისურვებთ!
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024