ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ახალი აღმასრულებელი საბჭო
2022 წლის 22 ივნისიდან 28 ივნისამდე მიმდინარეობდა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საზოგადოების 57 წევრმა 62-დან (92%).
საარჩვენო კომისიის მიერ ონლაინ კენჭისყრის ჩასატარებლად არჩეულ იქნა სისტემა Electionrunnner. მოცემული სისტემა უზრუნველყოფს კენჭისყრის ანონიმურობას. Electionrunner-ის საშუალებით ელექტრონული საარჩევნო ბიულეტენი გაეგზავნა ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს ყველა წევრს.
კენჭისყრაში მონაწილეს შეეძლო ხმა მიეცა 10 კანდიდატიდან არანაკლებ ერთი და არაუმეტეს შვიდი კანდიდატისთვის. ხმის მიცემის შედეგებიდან გამომდინარე, ინტერნეტსაზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ:
- მეჰმან იბრაგიმოვი
- ქეთევან რეხვიაშვილი
- მამუკა მონავარდისაშვილი
- მაგდა თავხელიძე
- ნინო პავლიაშვილი
- რატი სხირტლაძე
- ირინე ვერძეული
წინა საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ორი წევრი არის ახალი საბჭოს შემადგენლობაში: რატი სხირტლაძე და ნინო პავლიაშვილი. უახლოეს დღეებში საბჭო გადაწყვეტს და ცალკე რელიზის სახით გამცნობთ, თუ ვინ იქნა არჩეული თავმჯდომარის, ხაზინადარის და თანათავმჯდომარების პოზიციებზე.
გვადევნეთ თვალი ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობით: https://fb.com/isocge
იხილეთ ასევე:
წყალქვეშა კაბელები
01.04.2024
ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი
22.03.2024