ლოკალური დომენი .tbilisi და .batumi

ლოკალური დომენი .tbilisi და .batumi

ისეთი დომენური ზონა, როგორიცაა .tbilisi (ანალოგიურად .batumi) წარმოადგენს უმაღლესი დონის დომენს (TLD). ანალოგიურად გამოიყურება ზედა დონის ნაციონალური დომენი – .ge

მას ჩვეულებრივ იყენებენ ქალაქებში არსებული ორგანიზაციები და ბიზნესები, რომლებიც ცდილობენ ხაზი გაუსვან თავიანთ კავშირს ამ კონკრეტულ ქალაქთან.

აღნიშნული დომენი შესანიშნავი ვარიანტია ქალაქის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ურბანული პროექტებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, თვითმმართველობისთვის, სავაჭრო პალატებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერნეტით დაკავშირებას.

🔀 .london – უმაღლესი დონის დომენი (TLD) ლონდონისთვის დაამტკიცა ICANN-მა 2013 წლის 7 ივნისს. მოგვიანებით, 2014 წლის 29 აპრილს აღნიშნული დომენის სახელი შეიძინა London and Partners-მა, რომელიც წარმოადგენს ლონდონის მერის ოფიციალურ სარეკლამო კომპანიის სრულუფლებიან შვილობილ კომპანიას.

Dot London Domains Limited (DLDL) მთლიანად თვითდაფინანსებულია და მოგებას პირდაპირ უბრუნებს London&Partners-ს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას განახორციელოს კიდევ უფრო მეტი აქტივობა, გაზარდოს ინევსტიციები და სამუშაო ადგილების რაოდენობა ქალაქში. კომპანიისთვის ან ფიზიკური პირისთვის .london დომენურ ზონაში წლიური გადასახადი საშუალოდ 25€-30€ შეადგენს.

მსგავსი დომენები ვებსაიტის მნახველებს პირდაპირ აწვდის ინფორმაციას თუ რას სთავაზობს საიტი მათ (მაგალითისთვის, ლონდონის მუზეუმი და ქალაქის ცნობილი საკონდიტრო)

ზოგადად, სწორი დომენის სახელის შერჩევა მნიშვნელოვანია მეტი ტრაფიკისა და ფინანსების მოსაზიდად, ამიტომ მასში ინვესტიციის განხორციელებას არ უნდა მოერიდოთ.