ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი

ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთელი ინტერკონტინენტური ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 99% წყალქვეშა კაბელებში გადის. დედამიწის ოკეანეების ფსკერზე დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრი სიგრძის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია განთავსებული.

სწორედ ამ კაბელებზეა დამოკიდებული არამხოლოდ გლობალური ინტერნეტისა და თანამედროვე საინფორმაციო ეპოქის ბედი, არამედ ტრილიონობით დოლარის ყოველდღიური ტრანზაქცია.

გლობალური სატელეკომუნიკაციო ისტორია 150 წლის წინ, 1850 წელს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის პირველი კომერციული საერთაშორისო წყალქვეშა კაბელით დაიწყო. 1858 წელს, პირველმა ტრანსატლანტიკურმა სატელეგრაფო კაბელმა ლონდონი ჩრდილოეთ ამერიკასთან დააკავშირა და 10 საათში 143 სიტყვა გადასცა.